საჯარო მოხელე ვარ და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მაძალებენ. როგორ მოვიქცე?

“ქართული ოცნება” 29 აპრილს პარლამენტის წინ კონტრაქციის გამართვას გეგმავს რუსული კანონის მხარდასაჭერად.
მედიაში გაჟონილი ცნობების თანახმად, გეგმავენ, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები მიიყვანონ და ამით შექმნან სურათი, რომ თითქოს ხალხი უჭერს მხარს რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც „ოცნება“ აპირებს.
ზოგადად ხელისუფლებების მხრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე გზას, როგორ შეიძლება უარი ვუთხრათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ისეთ აქციაში მონაწილეობაზე, რომელზე გასვლაც არ გვინდა:
საერთოდ, კანონიერია მოთხოვნა, რომ აუცილებლად წავიდეთ სახელისუფლებო აქციაზე?
„თუ არ უნდათ წასვლა, არ უნდა წავიდნენ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ცალსახად ადგენს, რომ ასეთი დავალების მიცემის უფლება არავის აქვს,“ – ამბობს „ნეტგაზეთთან“ ლელა ხათრიძე, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი.

ასევე დაგაინტერესებთ