საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი „ვითიბიში“, ყველაზე დაბალი კი „იშ ბანკშია“

საქართველოს საბანკო სისტემაში უმოქმედო კრედიტების წილი 4%-მდეა.
2023 წლის მესამე კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ვითიბი ბანკშია“, სადაც 197 მლნ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 24.44% უმოქმედოა, ეს მაჩვენებელი წლიურად თითქმის 10%-ით გაზრდილია.
კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:
ვითიბი ბანკი ჯორჯია – უმოქმედო სესხების მოცულობა 24.44%;
ქართუ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 18.38%;
პაშა ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 11.3%.
ხალიკ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 11%;
ლიბერთი ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 4.11%;
სილქ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 4%;
ბაზისბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 3.7%;
ზირაათ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 3.26%;
ტერაბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 3.11%;
– უმოქმედო სესხების მოცულობა 2.91%;
პროკრედიტ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 2.72%;
ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 1.88%;
კრედო ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 0.74%.
იშ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 0.43%;
როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში“ ვკითხულობთ, 2023 წლის პირველი ნახევრისთვის 3.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც ფინანსური კრიზისის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.
„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმოქმედო სესხების წილის წლიური ცვლილების დეკომპოზიციის მიხედვით, 2022 წლის ბოლოდან უმოქმედო სესხების წილის კლებას ძირითადად სესხების ზრდა განაპირობებს. მნიშვნელოვნად შემცირდა საშეღავათო პერიოდის მქონე სესხების წილიც, რაც იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული სესხები უმოქმედო სესხებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.
უმოქმედო სესხების გადაფარვის კოეფიციენტი მაღალ დონეზე ნარჩუნდება. 2023 წლის ივნისში მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვის უმოქმედო სესხებთან ფარდობამ 105 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე არსებული გაურკვევლობისა, საბაზო სცენარში უმოქმედო სესხების წილის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ