სათამაშოების იმპორტი 132%-ით გაიზარდა

სათამაშოების (სათამაშოები, თამაშები და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები) იმპორტი 131.92%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში $115 308 93 დოლარის ღირებულების სათამაშოების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.32-ჯერ მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, ქვეყანა საიდანაც ყველაზე მეტი სათამაშო შემოდის ჩინეთია.
3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემებით
ჩინეთი – $23 164 810; ბულგარეთი – $ 3 725 770; ჰონკონგი – $2 396 120
ჩინეთი – $19 938 350; ბულგარეთი – $ 2 489 850; იტალია – $2 457 080
ჩინეთი – $22 922 500; ბულგარეთი – $ 3 346 330; ჰონკონგი – $2 760 530
ჩინეთი -$ 32 307 020; ლატვია -$ 9 762 300; ბულგარეთი -$ 5 686 480
ჩინეთი -$ 39 691 900; არაბთა გაერთიანებული საამიროები -$ 15 300 230; ბულგარეთი – $ 9 711 700.

ასევე დაგაინტერესებთ