საავადმყოფოების ელექტროუზრუნველყოფისთვის, ღაზაში 76 000 ლიტრი საწვავი შევიდა – თეთრი სახლი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ღაზის სექტორში თითქმის 20 000 გალონი (76 000 ლიტრი) საწვავია შეტანილი.
BBC შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული საწვავი საავადმყოფოებში ელექტროენერგიის შესანარჩუნებლად იქნება გამოყენებული.
ს განცხადებით, 24 საათის განმავლობაში, ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 50 ავტომობილიც შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ