პაშა ბანკი: მიზანია, გავხდეთ ერთ-ერთი მთავარი არჩევანი კორპორატიული მომხმარებლებისთვის (რ)

პაშა ბანკი საქართველოს ცნობით, 2023 წელი მათთვის ძალიან წარმატებული იყო. უახლეს ისტორიაში ბანკი პირველად გავიდა დადებით შედეგზე და წელი 1.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ბანკის საოპერაციო შემოსავალი 30%-ით გაიზარდა და 2023 წელს 42 მილიონი ლარი შეადგინა.
“შედეგები პაშა ბანკის კორპორატიულმა და კომერციულმა განყოფილებებმა განაპირობა, რამაც ბანკის საკრედიტო პორტფელი წლის ბოლოს 336 მილიონ ლარამდე გაზარდა. დეპოზიტების ზრდამ წინა წელთან შედარებით 16 მილიონი ლარი შეადგინა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ პაშა ბანკის ბრენდის მიმართ მომხმარებლების ერთგულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2024 წელს, პაშა ბანკი საქართველო’ ახალ სამწლიან სტრატეგიულ პერიოდში შევიდა. ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2024-2026 წლებში ბანკი ფოკუსირებული იქნება კორპორატიული ბიზნესის გაფართოებაზე, რომელმაც ახლახანს ქართულ ბაზარზე 10 წელი იზეიმა.
პაშა ბანკი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი კორპორატიული მომხმარებლებისთვის საქართველოში, მისი კლიენტების საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებითა და საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით.
მომდევნო სტრატეგიულ პერიოდში პაშა ბანკი საქართველო ცვლილებებს განახორციელებს საცალო ბიზნესში: ბანკმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს მასობრივი საცალო დაკრედიტება და გააგრძელოს ციფრული სერვისების განვითარება.
ამ მიზნების მისაღწევად ბანკი განაგრძობს ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში და რჩება თავისი ძირითადი ღირებულებების ერთგული” – აცხადებს პაშა ბანკი.