„მსოფლიოში არსებული კონფლიქტების გამო ნავთობის გლობალურ ბაზარზე დაძაბულობა შეინიშნება“ – SOCAR Trading

გეოპოლიტიკური რისკები ძლიერ გავლენას ახდენენ ნავთობის გლობალურ ფასებსა და მიწოდებაზე, განაცხადა SOCAR Trading-ის სავაჭრო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თაღი თაღი-ზადამ.
მან ეს განცხადება ლოზანაში გლობალური სავაჭრო კომპანიების შეხვედრის (Commodities Global Summit 2024) ფარგლებში გააკეთა.
“მოსალოდნელია, რომ ნავთობის ბაზარი მოკლევადიან პერიოდში დაძაბული დარჩება მსოფლიო კონფლიქტების, გეოპოლიტიკური ზეწოლისა და ლოგისტიკური შეფერხებების გამო. ბევრი გაურკვევლობაა (ნედლ ნავთობთან დაკავშირებით),” – აღნიშნა მან.
თუმცა, მან აღიარა, რომ OPEC „ბოლო წლებში კარგ საქმეს აკეთებს ნავთობის ფასების მართვაში“.

ასევე დაგაინტერესებთ