მისაღები იქნება ყველა საჭირო ზომა, რათა მაქსიმალურად მოვითხოვოთ, კეზერაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძისა და სხვათა გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში

მისაღები იქნება ყველა საჭირო ზომა, რათა მაქსიმალურად მოვითხოვოთ, კეზერაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძისა და სხვათა გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში
ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ადამიანებს ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები, არიან მსჯავრდებულები უმძიმესი დანაშაულის გამო, გარდა ამისა, არის სერიოზული საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები, დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ.
„ამასთან დაკავშირებით „ბიბისიმაც“ კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასეთ დროს, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია. როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს ან ბერლინში ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს არის შემაშფოთებელი. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს საზოგადოებაში შეიძლება, გაჩნდეს მძიმე აღქმები, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. ასეთი ნეგატიური აღქმები რომ არ იყოს ჩამოყალიბებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს, თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული, რათა ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: უწმინდესის ღვაწლით, ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ანზორ ერქომაიშვილის, მისი თანამოაზრეების მეცადინეობით კი, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მსოფლიომ აღიარა

ასევე დაგაინტერესებთ