მეტრო „ახმეტელიდან“ მეტრო „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით შეწყდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ