მამა პეტრე წერს, რომ საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსმა ცოლი მოიყვანა

დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ცნობით, ორკ-ჯგუფ ალტ-ინფოს “მეგობარმა ეპისკოპოსმა” ცოლი მოიყვანა.
“საბნელეთის სატელიტი ალტ-ინფო, ჩემს გუჩის სათვალეს რომ დასდევს, მაინტერესებს მიულოცავს თუ არა მათ მეგობარ ეპისკოპოსს დაოჯახებას!..”.
ტაბულა ცდილობს საქართველოს საპატრიარქოში ინფორმაციის გადამოწმებას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი უნდა იყოს ბერი, რაც უქორწინებლობის აღთქმას ითვალისწინებს.