ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს

ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს
„უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არის ქართველი ხალხის და კანონის დაცინვა“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილის კრიმინალური წარსული დოკუმენტირებულია ქართული სასამართლოს მიერ. ასე რომ მისი ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია და ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა.
„უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში, არის ქართველი ხალხის და კანონის დაცინვა.
ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან გაქცევა პირს უდანაშაულოდ ვერ აქცევს.
ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს. სინამდვილეში ადეიშვილის კრიმინალური წარსული დოკუმენტირებულია ქართული სასამართლოს მიერ.
მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული, კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული.
კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეა. ასე რომ, ზურაბ ადეიშვილის ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია და ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: აღმაშფოთებელია, რომ საქართველოში სასტიკი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი ადეიშვილი სხვა ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობაში მონაწილეობს

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს – ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება – ბელგიელი სენატორი

საკონსტიტუციო ცვლილებები ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება და შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება ამ საკითხებზე ხალხთან კონსულტაციები გავიაროთ და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ