ვაშლის გლობალური წარმოება 2024 წელს აღდგება – EastFruit

ვაშლის გლობალური წარმოება 2024 წელს აღდგება – EastFruit
-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ვაშლის გლობალური წარმოების უმნიშვნელო, 83,1 მილიონ ტონამდე ზრდას პროგნოზირებს, რადგან განახლებული მარაგი ჩინეთში, სამხრეთ აფრიკასა და შეერთებულ შტატებში ანაზღაურებს დანაკარგებს ევროკავშირსა და თურქეთში. ამავდროულად, სექტორი, 2023 წელს მოცულობის 5%-იანი შემცირების შემდეგ, 2024 წელს აღდგენას იმედოვნებს, ამის შესახებ EastFruit წერს.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ში ვაშლის წარმოება 56,000 ტონით გაიზრდება და ჯამში 4,4 მილიონ ტონას შეადგენს, რაც, გასული წლის კატასტროფული საგაზაფხულო ამინდის შემდეგ, ხელს შეუწყობს წარმოების განახლებას ვაშინგტონის შტატში, რომელიც შეერთებული შტატების უმსხვილეს მწარმოებლად რჩება.
გაზრდილმა მიწოდებამ შეიძლება გაზარდოს ექსპორტი 209,000 ტონით 820,000 ტონამდე, ხოლო გადაზიდვები გაიზრდება აშშ-ს უმეტეს ბაზრებზე, მათ შორის მექსიკაში.
გარდა ამისა, 5 სექტემბრიდან ინდოეთში აშშ-ის ვაშლის იმპორტზე ტარიფების გაუქმებით, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს აღნიშნულ ბაზარზე ვაშლის მიწოდებას.

ასევე დაგაინტერესებთ