ექსპერტები ნოემბერში აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 10%-იან ზრდას ვარაუდობენ

ახალი მანქანების გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, სავარაუდოდ, 10%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია J.D. Power-ის ექსპერტები აცხადებენ.
მათი შეფასებით, მიმდინარე წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 15,5 მლნ-ია.
ექსპერტების შეფასებით, ამერიკელებმა მანქანის შესყიდვაზე ნოემბერში დაახლოებით $44,5 მლრდ დახარჯეს, რაც ნოემბრის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით ხარჯები 9.5%-ით გაიზარდა.
იმავდროულად, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნოემბერში -ში ახალი მანქანების გაყიდვები გაიზრდება დაახლოებით 8%-ით, მათ შორის საცალო გაყიდვები 7%-ით. მათი გათვლებით, ავტომობილის საშუალო შესყიდვის ფასი 7%-ით შემცირდა და დაახლოებით $45 000 შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ