„გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ“ – თენგიზ ცერცვაძე

„გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „კურიერთან“ სეზონურ ვირუსებსა და სიმპტომებზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან:
„საქართველოში დღეს შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, გრიპის თუ სხვა რესპირაციული ინფექციების, არ აღემატება საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას – გრიპზე 50%-52% მოდის.
ამის გარდა, მეორე ადგილზე სიხშირით არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციები. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები.
გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე
ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

ასევე დაგაინტერესებთ