ბოტანიკური ბაღი შოკოლადის საახალწლო ფესტივალს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 2 და 3 დეკემბერს, შოკოლადის საახალწლო ფესტივალი იმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციებია წარმოდგენილი.
“ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და „მაკნატუნას“ ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდება. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ.
ფესტივალზე კონდიტერი ვაჟა წულუკიძე შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს, ბავშვებისთვის კი ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩევა, რადგან ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს. შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება,” – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე