ანექსია არ მომხდარა, იჯარით გადასცეს | სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებაზე

ანექსია არ მომხდარა. გადასცეს იჯარით – აცხადებს “ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემაზე საუბრისას:
“ძალიან გთხოვთ, ტერმინებს ნუ აურევთ. ანექსია არ მომხდარა. გადასცეს იჯარით.ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. რაც უფრო მეტად გადადგამს საქართველო ნაბიჯებს ევროკავშირის და ნატოს წევრობის გზაზე, მით უფრო მეტად გახშირდება რუსეთის მხრიდან და დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმების მხრიდან მსგავსი ტიპის როგორც პროვოკაციები, ასევე განცხადებები” ამბობს სამხარაძე.
28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.