SWIFT-ის ხსენების გაცვეთა პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში პირველ რიგში SWIFT-ს აზარალებს – ნათია თურნავა EPP-ის რეზოლუციაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს შესახებ მიიღო, კომენტარი გააკეთა. რეზოლუციაში EPP ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, „ბანკი ქართუს“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გასათიშად ნაბიჯები გადადგან.
აღნიშნულზე ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ SWIFT-ი პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტშია ნახსენები და ეს თავად SWIFT-ს აზარალებს.
“ასეთი მოხსენიება ან ხსენება SWIFT-ის, როგორც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული, ეფექტური, სანდო საგადახდო სისტემის, ამის ხსენება როგორც პოლიტიკური იარაღის, საბოლოოდ ისევ SWIFT-ს ასუსტებს და სურვილს იწვევს სხვადასხვა ქვეყანაში ალტერნატივებზე იფიქრონ. ევროკავშირშიც სულ უფრო ხშირია საუბარი ე.წ სტრატეგიულ ავტონომიაზე საგადახდო სისტემაში. ევროკავშირის ქვეყნებიც კი დაფიქრდნენ რომ იქნებ SWIFT-ისგან დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა შევქმნათ. წამდაუწუმ SWIFT-ის ხსენების გაცვეთა პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში, პირველ რიგში SWIFT-ს აზარალებს. ვიმედოვნებ რომ საღი პოლიტიკური ძალები, თუნდაც ევროპა და არ უნდა იყვნენ დაინტერესებული ამდენად დისკრედიტაცია მიაყენონ თავის ტრადიციულ საგადახდო სისტემებს და მათ მიმართ ნდობა შეამცირონ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.