SpaceX-მა 2025 წელი $8 მილიარდიანი მოგებით დაასრულა – Reuters

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 2025 წელს დაახლოებით $8 მილიარდის მოგება მიიღო, ხოლო კომპანიის სრული შემოსავლები $15–16 მილიარდს შორის მერყეობდა, – ამის შესახებ გამოცემა Reuters იუწყება.
წყაროს ცნობით, SpaceX-ის შემოსავლის ძირითადი ნაწილი სატელიტური ინტერნეტის სისტემიდან Starlink მოდის, რომელიც საერთო შემოსავლის 50–80%-ს შეადგენს.
ამასთან, გასული კვირის ინფორმაციით, SpaceX მასკის კიდევ ერთი კომპანიის- xAI-ის შემოერთებას გეგმავდა, რომელიც ანალიტიკოსების შეფასებას დაახლოებით $800 მილიარდამდე გაზრდიდა კოსმოსური კომპანიის კაპიტალს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიად მასკის უშუალო კონკურენტი OpenAI ითვლებოდა, $500 მილიარდიანი შეფასებით.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)