Social Impact Award 2024 იწყება

Impact Hub Tbilisi, „სთან“ ერთად, იწყებს ყველაზე მასშტაბურ, ახალგაზრდულ საერთაშორისო პროგრამას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით! Social Impact Award წელს პირველად ჩატარდება საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. „ეფეს საქართველოსა“ და „ანადოლუ ეფესის“ მხარდაჭერით, ორივე ქვეყნის მონაწილეები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და საქმიანი პარტნიორობის წამოწყებას.
პროგრამა Social Impact Award, 20-მდე ქვეყანაში პარალელურად ხორციელდება და ორიენტირებულია ახალგაზრდების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
პროგრამის ფარგლებში 15, 16 და 17 აპრილს, ასევე 22, 23, 24 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
სარეგისტრაციო ბმული 15, 16, 17 აპრილის სამუშაო შეხვედრებზე ფაბრიკაში: https://shorturl.at/bgwET
სარეგისტრაციო ბმული 22, 23, 24 აპრილის ონლაინ სამუშაო შეხვედრებზე: https://shorturl.at/fgjB3
სამუშაო შეხვედრები გაიმართება შემდეგ თემებზე: სოციალური მეწარმეობა, იდეების გენერირება, ბიზნესმოდელი, ბიზნესგეგმა. სამუშაო შეხვედრები დაეხმარება მონაწილეებს საკონკურსო განაცხადების უკეთ მომზადებში და პროგრამის შემდგომ ეტაპზე გადასვლაში.
Social Impact Award 2024 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს სამუშაო შეხვედრების სერიას, საკონკურსო ნაწილს, სადაც დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მერვე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1700+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 170-მდე ახალგაზრდამ (51 გუნდი), გამოვლინდა 25 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ