Sky News – აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, S&P 500-ის ინდექსი 3.7%-ით დაეცა, NASDAQ-ი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა.
დღეს, ვარდნა განიცადა აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებმაც.
ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 13.2%-იანი ვარდნით დაიხურა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ევროპაში საფონდო ბირჟების ინდექსები 4-5%-ით დაეცა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფონდო ბირჟების გახსნამდე აშშ-ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.
„აშშ-ს აქვს შანსი გააკეთოს ის, რაც ათწლეულების წინ უნდა გაკეთებულიყო. ნუ იქნებით სუსტები და სულელები! ძლიერები, გაბედულები და მომთმენები იყავით და შედეგიც სიდიადე იქნება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)