SJC: ფარცხალაძის რუსული “ეფესბეს” გავლენით საქმიანობა კვლავაც გამოუძიებელია

ოთარ ფარცხალაძის რუსული “ეფესბეს” გავლენით საქმიანობა კვლავაც გამოუძიებელია – ამ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მაშინ, როდესაც რუსული კანონი პირველი მოსმენით დამტკიცებულია და მმართველი პარტია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ადამიანებს მოქალაქეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეძებს, დღემდე გამოუძიებელი და დაუდგენელია ის სავარაუდო ქმედებები, რომლებიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და ს მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძემ, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ „ეფესბეს დავალებით“ ჩაიდინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ “რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად და დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ოთარ ფარცხალაძის შესაძლო თანამშრომლობა „ეფესბესთან“, რომლის მიზანიც საქართველოში რუსული გავლენების ზრდაა”.
„რუსული კანონის“ პირველი მოსმენით მიღების პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავაც უცნობია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დაწყებული გამოძიების შედეგები ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ, უცხო ქვეყნისთვის (რუსეთისთვის) მტრულ საქმიანობაში სავარაუდო დახმარებაზე. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფარცხალაძე -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა „ეფესბეს“ დავალებით, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის გამო. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ადამიანებს საკუთარ მოქალაქეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეძებს, დღემდე გამოუძიებელი და დაუდგენელია ის სავარაუდო ქმედებები, რომლებიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და რუსეთის მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძემ, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ „ეფესბეს დავალებით“ ჩაიდინა. ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად ეხმარებოდნენ მას სანქციებისგან თავის არიდებაში. მიუხედავად საჯარო ინფორმაციისა, თითქმის 2 წლის განმავლობაში ის საქართველოს მოქალაქეობას ფლობდა უკანონოდ, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. საკითხზე მოკვლევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ფარცხალაძის შვილის მოთხოვნა მამისგან 12 უძრავი ნივთის საჩუქრად მიღების შესახებ. დასანქცირებიდან 7 თვის შემდეგ, საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არ ის ცნობილი, რომ სუს-ის შესაბამისმა დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. გამოძიების მსვლელობაზე კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ფარცხალაძე სუს-ის მიერ გამოიკითხა. თუმცა უცნობია, სხვა რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ამ დროისთვის რა ეტაპზეა საქმე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ნაცვლად საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დევნისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ მტრული რიტორიკისა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად და დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ოთარ ფარცხალაძის შესაძლო თანამშრომლობა „ეფესბესთან“, რომლის მიზანიც საქართველოში რუსული გავლენების ზრდაა. ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ მუშაობაზე, ვრცლად, გაეცანით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტს,” – წერია განცხადებაში.
2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.