Samsung Next ვენჩურული ფონდი ისრაელს ტოვებს

Samsung Next-მა, კორპორატიულმა ვენჩურულმა ფონდმა, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს პერსპექტიული ელექტრონიკისა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებში, ისრაელში ფუნქციონირება შეწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ისრაელ-ღაზის ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. იმავდროულად, ის ჯერ არ გამოსულა ს 70 კომპანიიდან, რომლებშიც ფონდი ადრე ინვესტიციას ახორციელებდა.