Samsung-ის I კვარტალის მოგება ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე 10-ჯერ გაიზარდა

ერთი წლის წინ, 2023 წლის პირველ კვარტალში, Samsung-ის მოგება 500 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ის 10-ჯერ გაიზარდა და 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ამის მიზეზი მიკროჩიპების გაყიდვების ზრდა და მათზე ფასების ზრდაა ხელოვნური ინტელექტის ბუმის გამო. ინფორმაციას Reuters კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, Samsung-ის მოგებამ 6,6 ტრილიონი კორეული ვონი (დღევანდელი ტემპით 4,8 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
„ბიზნესის პირობები სავარაუდოდ დარჩება პოზიტიური 2024 წლის მეორე ნახევარში და მოთხოვნა – ძირითადად გენერაციულ AI-ზე – მოსალოდნელია დარჩება ძლიერი მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან და გეოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად“, – აცხადებენ კომპანიაში.
Reuters აღნიშნავს, რომ Samsung-ის ჩიპების გაყიდვები გაორმაგდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და მათი ფასები გაიზარდა გაყიდვების შემცირების შემდეგ. შედეგად, შემოსავალმა შეადგინა 17,49 ტრილიონი ვონი (დაახლოებით $13 მილიარდი, ზრდა 96%), მოგება 1,91 ტრილიონი ვონი (დაახლოებით $1,4 ტრილიონი) – ერთი წლით ადრე, დაფიქსირდა 4,58 ტრილიონი ვონი (3,3 მილიარდი დოლარი) ზარალი).
გასული წლის პირველი კვარტალი იყო Samsung-ის ყველაზე ცუდი კვარტალი მოგების თვალსაზრისით 2021 წლის შემდეგ, Bloomberg-ის ჩარტის მიხედვით. 2023 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა მოგების მცირე ზრდა, თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორს არის 2022 წლის დონისგან (14 ტრილიონი ვონი ან 10 მილიარდი დოლარი).

ასევე დაგაინტერესებთ