Samsung-ის დამფუძნებლის ოჯახურმა ტრასტმა კონგლომერატის კომპანიების აქციები 2 მილიარდ დოლარად გაყიდა მემკვიდრეობის გადასახადის ნაწილის გადასახდელად, წერს The Wall Street Journal.
ლი კუნ-ჰი, Samsung-ის დამფუძნებლის ვაჟი 2020 წელს გარდაიცვალა და ოჯახს 10 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის მემკვიდრეობის გადასახადი დაუტოვა.
2021 წელს ოჯახი იძულებული გახდა გაეყიდა პიკასოსა და მონეს იშვიათი ნახატები გადასახადის ნაწილის გადასახდელად. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ საოჯახო ტრასტმა გაყიდა Samsung Electronics-ის დაახლოებით 30 მილიონი აქცია (0,5%-იანი წილი) 1,64 მილიარდი დოლარის ღირებულებით, ასევე IT სერვისების პროვაიდერი Samsung SDS, სამშენებლო კომპანია Samsung C&T და სადაზღვევო კომპანია Samsung Life Insurance 405 მილიონ დოლარად.
აქციები გაიყიდა KEB Hana Bank-ზე, რათა გაეთავისუფლებინათ სახსრები მემკვიდრეობის გადასახადების გადასახდელად, განუცხადეს წყაროებმა WSJ-ს. Samsung Electronics-ის აქციები გაიყიდა 72,717 ვონად ($55) თითო აქციაზე.