Samsung „ჯანმრთელობის ბეჭდის“ გაყიდვას 2024 წელს იწყებს

სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა 2024 წლის მსოფლიო მობილურ კონგრესზე (MWC) ბარსელონაში, პირველად აჩვენა ჯანმრთელობის ბეჭედი Galaxy Ring. ამის შესახებ Yonhap Samsung.
სამხრეთ კორეული კომპანიის სტენდზე MWC გამოფენის გახსნის დღეს ბეჭედი 3 ფერში და 9 ზომაში იყო წარმოდგენილი.
კომპანიამ განაცხადა, რომ Galaxy Ring კომფორტული იქნება ძილის დროს, ხოლო ბეჭდის შიდა ზედაპირი თითზე დატრიალებით ჯანმრთელობის დეტალური მონაცემების გაზომვას შეძლებს.
ამავდროულად, Samsung Electronics-მა აღნიშნა, რომ ოფიციალურ პრეზენტაციამდე არ აპირებენ Galaxy Ring-ის სპეციფიკაციების დეტალების გამჟღავნებას.
Galaxy Ring გაყიდვაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება.