Sainsbury’s-ი ხარჯების შემცირების მიზნით 1500 სამუშაო ადგილს აუქმებს

Sainsbury’s-ი, სუპერმარკეტების სიდიდით მეორე ქსელი გაერთიანებულ სამეფოში, ხარჯების შემცირების მიზნით, 1500 სამუშაო ადგილს აუქმებს. კომპანიის აზრით, ამ გადაწყვეტილებით, 1 მილიარდი ფუნტი დაიზოგება სამი წლის განმავლობაში.
Sainsbury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საიმონ რობერტსმა შეაჯამა ცვლილებები, როგორც მისი სტრატეგიის შემდეგი ნაწილი, რათა მიაწოდოს ღირებულებები და კარგი მომსახურება მომხმარებლებს, „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების“ მიღებისას.
”ვიცი, რომ დღევანდელი სიახლე შემაშფოთებელია დაზარალებული კოლეგებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მათ,” – დასძინა მან.