Ryanair აწესებს 120 ევროს ჯარიმას ყველა მგზავრისთვის, ვინც ფრენაზე აგვიანებს. იგივე საფასური დაერიცხებათ მოგზაურებს, რომლებსაც სურთ ხელახლა დაჯავშნონ ბილეთი შემდეგი ხელმისაწვდომი გამგზავრებისთვის.
ჯარიმა კიდევ ერთი დამატებითი გადასახადი იქნება ბიუჯეტური ავიაკომპანიისთვის. აეროპორტში რეგისტრაციის გასავლელად მგზავრებს დამატებით 65 ევროს გადახდა უწევთ.
დამატებითი გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, ავიაკომპანია რეკომენდაციას უწევს მგზავრებს წინასწარ დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში და მივიდნენ აეროპორტში საკმარისი დროით, განსაკუთრებით მაღალი სეზონის დროს, როდესაც აეროპორტები შეიძლება გადატვირთული იყოს.
