Ryanair ახალ დაბალბიუჯეტიან რეისებს ამატებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ახალ დაბალბიუჯეტიან რეისებს იწყებს ევროპის პოპულარული ქალაქებიდან. ამის შესახებ Lowcostavia წერს. ახალი რეისები შემოდგომიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი რეისების ჩამონათვალი ასეთია:
ბუდაპეშტი – ლივერპული 28 ოქტომბრიდან. ფრენა შესრულდება კვირაში 2-ჯერ;
ბარსელონა – კოპენჰაგენი 29 ოქტომბრიდან – კვირაში 4-ჯერ;
ბირმინგემი – პლოვდივი 2 ნოემბრიდან – კვირაში ერთხელ;
მემინგენი – მანჩესტერი 2 ნოემბრიდან – კვირაში ერთხელ;
ბელფასტი – კაუნასი 2024 წლის 27 ოქტომბრიდან – კვირაში 2-ჯერ;
ფრანკფურტ ჰანი – სოფია 27 ოქტომბრიდან – კვირაში 3-ჯერ;
პარიზის ბოვე – ფინეთის როვანიემი 28 ოქტომბრიდან – კვირაში 2-ჯერ;
ბირმინგემი – ლოძი 28 ოქტომბრიდან – კვირაში 2-ჯერ.
ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების დაჯავშნა. თუმცა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებს შეუძლიათ ახალი მოგზაურობის დაგეგმვა და ახალი ქალაქების აღმოჩენა.
შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ახალი Wizz Smart ტარიფი დანერგა. ახლა კომპანია მგზავრებს 4 ტარიფის ხაზს სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ