“Rugby magazine Uk” ქართული რაგბის შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს

ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Rugby magazine Uk” ვრცელ სტატიას მოამზადებს. გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლები საქართველო- ესპანეთის თამაშს დაესწრნენ. გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას. ვრცელი სტატია კი ქართული რაგბისა და საქართველოს შესახებ “Rugby Magazine Uk”-ში დაიბეჭდება.
“ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ რაგბის ჟურნალს დიდი ბრიტანეთიდან. ჩამოვედით რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ქართული რაგბი და ასევე ქვეყანა. ოთხი დღეა ვიმყოფები თბილისში. დავათვალიერეთ ქალაქი, ვუყურეთ ქართულ რაგბის, გავესაუბრეთ ხალხს რაგბის ფედერაციაში და თავიდან აღმოვაჩინეთ ქვეყანა. მე არ ვიცოდი რა დამხვდებოდა საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ ქვეყნით და მოხიბლული ვარ ძალიან მოტივირებული ხალხით. ამიტომაც უყვართ საქართველოში რაგბი. ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ხართ. მოხარული ვარ რომ გავეცანი თქვენს კულტურას, ძალიან საინტერესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გაქვთ და ყველა ძალიან სტუმართმოყვარეები ხართ. – განაცხადა ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა ჯაიმს პრისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა