RSF სპეცრაზმის მიერ “ტაბულას”, “პუბლიკას” და “აპრილის” ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF)17 აპრილის რამეს თბილისში სპეცრაზმის მიერ “ტაბულას”, “პუბლიკას” და “აპრილის” ჟურნალისტების ცემის ფაქტზე პოსტს სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
“RSF გმობს პოლიციელების მიერ გაუმართლებელ ძალადობას ჟურნალისტების ალექსანდრე ქეშელაშვილის (პუბლიკა), გიორგი ბადრიძის (ტაბულა) და გიორგი ბასხაჯაურის (აპრილი) წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ მანიფესტაციას თბილისში” – წერია განცხადებაში.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.
16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჯერ 12:00 საათზე პარლამენტის უკან, შემდეგ კი 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო. მოქალაქეები პლენარული სხდომის პარლალელურად კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაახლოებით 23:00 საათისთვის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აქციაზე დააკავეს 11 ადამიანი და ასევე, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.