RSF-ის კვლევა: საქართველო მედიის თავისუფლების რეიტინგში 26 პოზიციით დაქვეითდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსის შესახებ შედგენილი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველო 26 ადგილით დაქვეითდა და 77-დან 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ანგარიშის ქვეთავში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება, ინდექსის გაუარესების კონტექსტში ხაზგასმულად არის ნახსენები საქართველო, , ბელარუსი, და აზერბაიჯანი. ინტერაქციულ რუკაზე კი საქართველოს გასწვრივ სტატუსი Difficult (რთული) წერია.
“საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, უახლოვდება მოსკოვს და თავისუფალ მედიასთან მიმართებაში შესამჩნევად უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს”. – წერია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ რეგიონში მოულოდნელი პროგრესი აქვს ს, რომელიც 18 პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად 61-ე ადგილზეა.
ბოლო პერიოდში საქართველო მეორედ ჩამოვარდა RSF-ის რეიტინგში. ქვეყანა 29 ადგილით დაქვეითდა 2022 წელს, რეიტინგზე იმოქმედა 2021 წელს, პროსამთავრობო ორკების მიერ 50-დე ჟურნალისტის დარბევამ, რომელსაც ოპერატორ ლაშა ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა. 10 წლის შუალედში, საქართველოს რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნა აქვს.
“რა თქმა უნდა საქართველოს ვეღარ ვუწოდებთ კავკასიის დემოკრატიის შუქურას. რეიტინგის იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება მედიის თავისუფლების დამაკმაყოფილებელ სტანდარტს, შესაბამისად დემოკრატიასა და ევროკავშირის გზასაც. ქვეყნის ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, უახლოვდება მოსკოვს და თავისუფალ მედიასთან მიმართებაში შესამჩნევად უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს. ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ჟურნალისტები ძალოვანი სტრუქტურების სამიზნე გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ არ მოხვდა ყველაზე ცუდ კატეგორიაში, რომელშიც რუსეთი და ბელარუსია, სტატუსის ცვლილება “პრობლემატურიდან” “რთულამდე” ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც საქართველოში მზრდად ავტორიტარიზმზე მიუთითებს”. – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.