Reuters: ჰამასი უარზეა ღაზაში ძალაუფლება დათმოს სამშვიდობო გეგმის სანაცვლოდ

აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილმა ჰამასმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“ არ მიიღეს ეგვიპტის წინადადება, უარი თქვან ღაზაში ძალაუფლებაზე ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ.
ამის შესახებ ცნობა გაავრცელა Reuters-მა ეგვიპტის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით. სააგენტოს თანახმად, ეგვიპტე, რომელიც შუამავლობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, გამოვიდა ს მოწყობის წინადადებით და ჰამასს არწმუნებდა, რომ არ იქნებოდა მისი წევრების დევნა და პასუხისგებაში მიცემა.
პალესტინელთა დაჯგუფებების წარმომადგენლებმა უარყვეს ყველანაირი დათმობა, გარდა 7 ოქტომბერს ს ტერიტორიიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებისა ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ – იტყობინებოდა Reuters-ი. პალესტინურმა მხარემ სააგენტოს უთხრა, რომ ისინი მოითხოვენ ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. ამასან, „ისლამური ჯიჰადს“ სურს, რომ პატიმრების გაცვლა მოხდეს პრინციპით – „ყველა ყველაზე,“ რაც ღაზაში დაკავებული მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელის გათავისუფლებას გულისხმობს.
ბოლო მონაცემებით, ღაზაში მძევლად მყოფი, ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების რიცხვი 130-ს უდრის.
პრესაში გავრცელდა ეგვიპტის მიერ შეთავაზებული დეტალების შესახებ ინფორმაცია. გეგმა მოიცავს ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას და ჰამასის 40 მძევლის (ქალები, ბავშვები და მოხუცები) გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან 120 პალესტინელი პატიმრის გაშვების სანაცვლოდ. გარდა ამისა, კაიროს გეგმების მიხედვით, უნდა შეიქმნას პალესტინის გარდამავალი მთავრობა, რომელიც გააკონტროლებს როგორც იორდანეს დასავლეთ ნაპირს, ასევე ღაზის სექტორს და გზას გაუხსნის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. გეგმის მესამე პუნქტი მოიცავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, სამხედრო პერსონალის ჩათვლით ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას იმ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰამასთან და “ისლამურ ჯიჰადთან”. მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე ისრაელი გაიყვანს ჯარებს ღაზის სექტორიდან და რეგიონის დევნილ მოსახლეობას დაბრუნების საშუალებას მისცემს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 25 დეკემბერს ღაზას ეწვია. პრემიერის სიტყვებით, ის შეხვდა სამხედროებს და დაარწმუნა ისინი, რომ ისრაელი გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ, დაჯგუფების განადგურებამდე.
ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე ისრაელის არმიამ დარტყმა მიაყენა სირიის დედაქალაქის დამასკის გარეუბანს, რის შედეგად მოკლულ იქნა ირანის მაღალი რანგის ოფიცერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრი, რაზი მუსავი. როგორც სააგენტო თასმინი იტყობინება, ის -ის მიერ ერაყში მოკლული ირანელი გენერლის, ყასიმ სულეიმანის თანამებრძოლი იყო. გუშაგთა კორპუსი შურისძიებით დაიმუქრა. ისრაელს სირიაში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
დაწერეთ კომენტარი