Reuters – ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა

ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰაიტის პოლიციის ცნობით, პორტ-ო-პრენსის ერთ-ერთ გარეუბანში შეიარაღებული დაჯგუფება თავდასხმას ცდილობდა, როდესაც პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათ წინააღმდეგობა გაუწია.
ჰაიტის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერის მოადგილის, ლიონელ ლაზარეს ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა.
„მოსახლეობა ჰაიტის პოლიციის გვერდით იდგა. ისინი ერთად მუშაობას გააგრძელებენ“, – განაცხადა ჰაიტის პოლიციის წარმომადგენელმა.