Reuters – ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოსვლა შეფერხდა

ძლიერმა თოვლმა საფრანგეთსა და ნიდერლანდებში მიმოსვლა შეაფერხა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოვლა შეფერხდა.
საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ასობით ფრენა გადაიდო. ასევე, ამსტერდამში მატარებლების მოძრობა, ხოლო პარიზში ავტობუსებით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენების რაოდენობის 15%-ით შემცირება სთხოვა.
ძლიერი ყინვისა და თოვის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში ორშაბათს 700 რეისი, ხოლო სამშაბათს 300-მდე რეისი გაუქმდა.