Reuters – ჩინეთი, და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ

ჩინეთი, და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საზღვაო წვრთნები BRICS-ის გაფართოებულ ფორმატში BRICS PLUS-ის ფარგლებში დაიწყო და და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
„წვრთნები BRICS PLUS-ის ქვეყნების საზღვაო ძალებს ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციების მიზნით აერთიანებს“, – აცხადებს სამხრეთ აფრიკის არმია.
ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.