Reuters – „შათდაუნის“ ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მუშაკების გათავისუფლება დაიწყო

„შათდაუნის“ ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მუშაკების გათავისუფლება დაიწყო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სამუშაო ადგილების შემცირება -ის ჯანდაცვის სააგენტოში, შემოსავლების სამსახურში, სახაზინო დეპარტამენტში, განათლების დეპარტამენტში, ვაჭრობის დეპარტამენტსა და შიდა უსაფრთხოების კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში დაიწყო.
-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, შესაბამისმა დაწესებულებებმა გათავისუფლების შესახებ 4200-ზე მეტ თანამშრომელს აცნობეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური მუშაკების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა „დემოკრატებს“ ეკისრებათ.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ილინოისისთვის 28 მილიარდი დოლარის ოდენობის ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსების გაყინვის ბრძანება გასცა.
შეგახსენებთ, აშშ-ში „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. სენატში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მთავრობის დაფინანსებისა და ხელახლა გახსნის შესახებ დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ემხრობიან, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას