Reuters – „შათდაუნის“ გამო ორშაბათს -ში 1660-ზე მეტი ფრენა გადაიდო

„შათდაუნის“ გამო ორშაბათს -ში 1660-ზე მეტი ფრენა გადაიდო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) განცხადებით, მთავრობის დახურვით, ე.წ. შათდაუნით გამოწვეული პრობლემები, კერძოდ, დისპეტჩერების არასაკმარისი რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით ფრენების გადადებას იწვევს.
FAA-ის ცნობით, პერსონალის არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კვირას, აშშ-ის აეროპორტებში 8600-ზე მეტი რეისი გადაიდო.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. შათდაუნი 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს“ სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.
აშშ-ში „შათდაუნი“ უკვე 27-ე დღეა გრძელდება და ის აშშ-ის ისტორიაში მისი ხანგრძლივობით რიგით მეორეა.
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.