Reuters – ფრანგმა ფერმერებმა პარიზის ცენტრში გზები გადაკეტეს

ფრანგმა ფერმერებმა პარიზის ცენტრში გზები გადაკეტეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პარიზში ფერმერებმა ტრაქტორები ეიფელის კოშკთან დააყენეს და ქალაქის ცენტრში მისასვლელი გზები გადაკეტეს.
ფერმერები ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკს, მერკოსურს შორის პოტენციურ შეთანხმებას აპროტესტებენ.
გამოცემის ცნობით, შეთანხმების შესახებ კენჭისყრა პარასკევს არის დაგეგმილი. დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე, იტალიამ და საფრანგეთმა შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.
სამშაბათს, მერკოსურთან შეთახმებაზე იტალიის თანხმობის მისაღებად ევროკომისიამ ფერმერებისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დაჩქარებული წესით გამოყოფის წინადადება წარადგინა. ასევე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ზოგიერთი ტიპის სასუქზე იმპორტის გადასახადებს შეამცირებს.
Reuters-ი წერს, რომ იტალიის მხარდაჭერის შემთხვევაში სავაჭრო შეთანხმების დასამტკიცებლად საფრანგეთის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან