Reuters – უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ყოველწლიური დებატები გამართონ

უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ყოველწლიური დებატები გამართონ, – ამის შესახებ ევროკავშირის 1-ელი თებერვლის სამიტის დასკვნების პროექტის უახლეს ვერსიაშია საუბარი, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ყოველწლიური დებატები გამართონ იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავს ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებს.
„ევროპული საბჭო ამ მექანიზმის განხორციელების შესახებ დებატებს ყოველწლიურად გამართავს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის მიმართ ევროკავშირის მიდგომის შესახებ რეკომენდაციები გასცეს“, – ნათქვამია პროექტში.
ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა უნგრეთი ევროკავშირის ასეთ წინადადებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია