უკრაინა დოლარზე უარის თქმას ევროს სასარგებლოდ გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველის, ანდრეი პიშნოიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირში პოტენციური გაწევრიანება, ევროკავშირის როლის გაძლიერება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, დიდი გაურკვევლობა მსოფლიო ბაზრებზე და გლობალური ვაჭრობის სავარაუდო ფრაგმენტაცია ცენტრალურ ბანკს იძულებულს ხდის გადახედოს საკითხს იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ევრო დოლარის მაგივრად გრივნისთვის საბაზისო ვალუტა“, – თქვა პიშნოიმ.
როგორც მან აღნიშნა, ეს სამუშაო საკმაოდ კომპლექსურია და ხარისხიან მომზადებას საჭიროებს.
