Reuters – ტაილანდმა კამბოჯაში სამხედრო ობიექტები დაბომბა

ტაილანდმა კამბოჯაში სამხედრო ობიექტები დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ტაილანდის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებით საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარე კამბოჯის სამხედრო სამიზნე ობიექტები გაანადგურა.
„გეგმის მიხედვით, სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ძალები გამოვიყენეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ტაილანდის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მოადგილემ, რიჩა სუქსუვანონმა.
შეგახსენებთ, დღეს ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს.
შეტაკებების დაწყების შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დახურა. ასევე, ტაილანდის არმიის ცნობით, კამბოჯიდან იერიშების შედეგად საზღვრის გასწვრივ მდებარე პროვინციებში ტაილანდის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განვითარებული მოვლენების ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა და ტაილანდი „არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის პრესსპიკერი – პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია – ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით