Reuters – 24 თებერვალს თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორშაბათს, 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს პროცესში.
გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, “მზადაა იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში”.
წყაროს თქმით, ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი ასევე განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას.
ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ერ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…