Reuters – სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
მანამდე, კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია