უკრაინამ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთმა ATACMS-ის 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, სამხედრო ობიექტს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.