Reuters – პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს – თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ აიღო

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთის საზღვართან მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარებით შეიარაღებულმა 8 პირმა პოლიციელებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პაკისტანის ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ (TTP) აიღო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 9 პირი დაშავდა. მათივე თქმით, ბოლო დროს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ პაკისტანის პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევები გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში