Reuters: ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ს პარტიამ “ფიდესმა” ევროპარლამენტის არჩევნებში, ბოლო თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე, ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
პირველადი შედეგებით, ორბანის პარტია “ფიდესმა და მისმა “ქრისტიან-დემოკრატმა” მოკავშირეებმა ევროპარლამენტში ხმების 44.2%-ით 11 ადგილი მოიპოვეს. ხოლო მეორე ადგილზე პიტერ მაგიარის მემარჯვენე-ცენტრისტული “ტიზა” 30%-ით გავიდა და შვიდი ადგილი მოიპოვა.
ორბანის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხალია და ჯანსაღია.
“საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ,” – განაცხადა ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ შედეგებმა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ