Reuters – ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ნატო-ს მოკავშირეები ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმებას ხელს 9-11 ივლისს ვაშინგტონში გასამართ ალიანსის სამიტზე მოაწერენ.