Reuters – კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ამბოხებული „23 მარტის მოძრაობის“ (M23) წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი კატარში მოაწერეს, თუმცა წყაროების განცხადებით, შეთანხმების დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის.
ცნობისთვის, რუანდის მიერ მხარდაჭერილმა M23-მა იანვარში აღმოსავლეთ კონგოს უდიდესი ქალაქი, გომა აიღო.
მარტში კატარის შუამავლობით კონგოსა და რუანდის პრეზიდენტებს, ფელიქს ჩისეკედისა და პოლ კაგამეს შორის შეხვედრა გაიმართა, რამაც დოჰაში კონგოსა და M23-ს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელი გახადა.
რუანდასა და კონგოს შორის მოლაპარაკებები -შიც გაიმართა. 27 ივნისს კონგოსა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ და ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას