Reuters-ი – ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ტაივანის არჩევნებში ნებისმიერი ტიპის გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება არჩეული, ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა უცვლელი დარჩება და ჩვენი ძლიერი არაოფიციალური ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების გასამართად ტაივანში დელეგაციას გაგზავნის.
„აშშ-ს ტაივანის დემოკრატიული პროცესების მიმართ სრული ნდობა აქვს. ტაივანი დემოკრატიის მოდელია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო 13 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა