Reuters – ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მყოფ მოსახლეობას აიძულებენ დასახლება დატოვონ და სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში გადავიდნენ

ახლა აღმოსავლეთში დაპირისპირება გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, ს თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას ტანკებით შეუტიეს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქში მყოფ მოსახლეობას აიძულებენ დასახლება დატოვონ და სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში გადავიდნენ. ადგილობრივების მტკიცებით, ქალაქ ღაზის გარეუბნებზე დრონებით თავდასხმა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პალესტინის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, თავდასხმებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ მიზანს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასის“ მებრძოლების განადგურება წარმოადგენს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ზონებში იმალებიან.

ასევე დაგაინტერესებთ