Reuters – ისრაელის დაბომბვას ღაზაში მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვას მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ისრაელმა საავიაციო დარტყმა განახორციელა ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ადგილობრივი ექიმების ცნობით, პოლიციის განყოფილებას, რომელიც ბაზრობასთან მდებარეობდა, ს ორი რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა, ხოლო 10 დაიღუპა.
ისრაელის სამხედროების თქმით, მათ ჰამასისა და “ისლამისტური ჯიჰადის” ჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს, რომელსაც ისინი ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ.
ჯანდაცვის სექტორის პალესტინელი წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის მიერ სექტორის გარშემო ისრაელის საჰაერო დარტყმებს კიდევ 34 ადამიანი შეეწირა, რის შედეგადაც ხუთშაბათს, 24 აპრილს, გარდაცვლილთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს